პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი (პოლონეთი), საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“, მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“ 2020 წლის 25-26 ივნისს გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ეძღვნება კავშირ  „პოლონიას“ მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს.
	დაგეგმილია შემდეგი სექციების მუშაობა:
1.         ისტორია და პოლიტოლოგია.
2.         ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები
3.         კულტურა და ხელოვნება
	კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
	სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, პოლონური და რუსული.
	
	
	რეგლამენტი:
მოხსენება – 15  წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის  15 მაისამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენების თეზისები ორ ენაზე –  ქართულად და ინგლისურად შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: larmaria19@yahoo.com ან maicha@mail.ru.
	თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
	ფონტი: Sylfaen (ქართულისთვის), Times New Roman (ინგლისურისთვის)
	ფონტის ზომა: 12
	ინტერვალი: 1,5
	მოცულობა: მაქსიმუმ 300-500 სიტყვა
მოხსენებათა ტექსტები დაიბეჭდება კონფერენციის შემდეგ და მათი გაფორმების წესებს გამოგიგზავნით 25 მაისს.
	კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრულია სარეგისტრაციო  
	გადასახადი:
ქართველი მომხსენებლებისთვის – 80 ლარი;
უცხოელი მომხსენებლებისთვის – 80 ევრო  
ქართველი თანაავტორობისათვის (ორი თანაავტორი) – 110 ლარი;
უცხოელი თანაავტორებისათვის – 110 ევრო;
ქართველი დოქტორანტებისთვის – 50 ლარი;
უცხოელი დოქტორანტებისთვის – 50 ლარი
	სარეგისტრაციო თანხაში შედის:
კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დასწრება – 25 ივნისი, 2020;
კონფერენციის ყველა სესიაზე დასწრება –25-26 ივნისი 2020;
კონფერენციის პროგრამა/მასალები, კონფერენციის მოხსენებათა კრებული, სერტიფიკატი;
ფურშეტი;
კულტურული პროგრამა.
კონფერენციის პროგრამაში თეზისის ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, 2020 წლის 25 მაისამდე დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.
	საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
	ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;
საკუთარი შემოსავლები
სსიპ თსუ მიერ გაწეული მომსახურების სამსახური
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
მიმღები ბანკი –  სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი – TRESGE22;
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.
	გადარიცხვისას მიუთითეთ:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“.
	საკონტაქტო პირები: საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი მარია ფილინა, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პროფესორი დავით გოცირიძე, ანა რადეცკა
                                        